Friday, November 16, 2012


 8 ნოემბერი.
 
3 თვის ლოლა მხოლოდ იმიტომ მოწყვიტეს დედის მკერდს, რომ მის ძალიან ახალგაზრდა დედიკოს ნინო ვარდიაშვილს, მოულოდნელად მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა.
 
ლოლას კიდევ სამი და-ძმა ჰყავს: 6 წლის ლუკა, 4 წლის თეკლა და ერთ
ი წლის ანამარია, რომელთაც აგრეთვე ძალიან სჭირდებათ მზრუნველი, ჯანმრთელი და ბედნიერი დედიკოს სიცოცხლე. არადა, დაავადება საოცარი სისწრაფით პროგრესირებს. 
 
აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა (მკერდის ქსოვილის მოკვეთა) და შემდეგ გადაუდებელი ქიმიო და სხივური თერაპია, რაც ძალიან ძვირადღირებულია. 
 
ძვირადღირებულია წამალიც (ჰერცეპტინი) 10 ცალი-დაახლოებით 20.000 აშშ დოლარი.

ოთხი შვილის დედის,30 წლის ნინო ვარდიაშვილის მეუღლეს გიორგი თვალიაშვილსა და ახლობლებს საზოგადოების და მეგობრების თანადგომის, გულისხმიერების იმედი აქვთ. იქნებ ერთობლივი ძალისხმევით მოვერიოთ მძიმე განსაცდელს. 
 
გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი შესაძლო თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე: თიბისი ბანკის ქ/ქართლის რეგ. ფილიალი. TBCBGE22 ანგარიში: GE71TB7080245063600038 მიმღები: ნინო ვარდიაშვილი დანიშნულება: მკერდის სიმსივნის სამკურნალო ხარჯები. 
 
საკონტაქტო მობ.: 599 989 545