Friday, November 16, 2012

11 ნოემბერი

ძვირფასო მეგობრებო, ნინი თქვენი დიდი მხარდაჭერის შედეგად და იმედად ხვალ იკეთებს ოპერაციას.

ყველას დიდი მადლობა, ვინც წვლილი შეიტანეთ ინფორმაციის გაზიარებით, თანხის გადარიცხვით, დარეკვით, მოწერით...

პირველი ეტაპი წარმატებით არის გავლილი. თქვენი თანადგომით ოპერაციის თანხა შეგროვდა და ყველას უდიდესი მადლობა, ვინც მოიკლო და გაგვიზიარა თანხა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 3 დღის განმავლობაში მოხდა ო

პერაციისათვის სრულებით საკმარისი თანხის მობილიზება.

იმედი გვაქვს, რომ ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი რთული პერიოდი კარგ შედეგებს მოგვცემს.

ოპერაციას უკეთებს გოგიტა (გიორგი) ძაგნიძე. ხეჩინაშვილის კლინიკაში (ვაკეში, მე-9 საავადმყოფოს ტერიტორია).

აუცილებლად გაგაგებინებთ შედეგებს აქვე. სავარაუდოდ 15:00 სთ-ის შემდეგ. შესაძლოა ტელეფონზე ვერ გიპასუხოთ.

პატივისცემით,
პავლე თვალიაშვილი