ნინის მკურნალობა გეგმა-ზომიერად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე გაუკეთდა ჰერცეპტინის 4 გადასხმა. გასაკეთებელია კიდევ 14 გადასხმა.
სხივური თერაპიის 3 კურსი, დარჩენილია 17 ვიზიტი სხივურ თერაპევტთან.
შუალედური ანალიზების პასუხი დადებითი და მკურნალობის შესაბამისია.
Monday, May 20, 2013
Sunday, April 21, 2013
ჰერცეპტინის მე-3 გადასხმა
17 აპრილს ნინის გადაესხა მე-3 ჰერცეპტინი. დარჩენილი კიდევ 15 გადასხმა. ამ ეტაპზე გვესაჭიროება კიდევ 8 ფლაკონი ჰერცეპტინის შეძენა.
მაისში დაგეგმილია სხივური თერაპია, რომლის სავარაუდო ღირებულებაც შეადგენს 10 500 ლარს.
მაისში დაგეგმილია სხივური თერაპია, რომლის სავარაუდო ღირებულებაც შეადგენს 10 500 ლარს.
Friday, April 12, 2013
მე-6 ქიმიოთერაპია
დღეს ნინი ბოლო ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს!!! ორგანიზმის მდგომარეობა დაიწყებს აღდგენას და ფიზიკური მდგომარეობაც უკეთესობისკენ წავა.
ამ ეტაპზე მას გაკეთებული აქვს 3 ქირურგიული ოპქრაცია, 6 ქიმიოთერაპია და 2 ჰერცეპტინი.
შემდგომი, რიგირთ მე-3 ჰერცეპტინი უწევს 17 აპრილს.
ამ ეტაპზე მას გაკეთებული აქვს 3 ქირურგიული ოპქრაცია, 6 ქიმიოთერაპია და 2 ჰერცეპტინი.
შემდგომი, რიგირთ მე-3 ჰერცეპტინი უწევს 17 აპრილს.
Wednesday, March 6, 2013
ჰერცეპტინის მიღება დაიწყო
ნინი დღეიდან ჰერცეპტინის მიღებას იწყებს. ყოველ 3 კვირაში მოუწევს ახალი გადასხმა, სულ გასაკეთებელია 18 გადასხმა , რისთვისაც 15 ფლაკონი საკმარისია, თითოეული ფლაკონის (440 მლ) საბაზრო ღირებულება 4157 ლარია, 3 ფლაკონის ერთად შეძენის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება.
პირველი გადასხმის ჰერცეპტინის მიწოდება უზრუნველყვეს ABC ფარმაციამ და ”იმედი-L”-მა.
პირველი გადასხმის ჰერცეპტინის მიწოდება უზრუნველყვეს ABC ფარმაციამ და ”იმედი-L”-მა.
Thursday, February 28, 2013
Tuesday, February 12, 2013
მე-3 კურსის შემდგომ
ქიმიოთერაპიის მე-3 კურსის შემდგომ ნინი თავს ნორმალურად გრძნობს. კურსმა გეგმიურად ჩაიარა.
Thursday, February 7, 2013
ქიმიოთერაპიის მე-3 კურსი
პარასკევს, 8 თებერვალს დაგეგმილია ნინისთვის ქიმიოთერაპიის მე-3 კურსის ჩატარება.
Friday, January 25, 2013
წერილი ნინისგან:
მეგობრებო, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და კეთილი სურვილებისთვის. სამწუხაროდ ვერ ვასწრებ, რომ ყველას ინდივიდუალურად გიპასუხოთ (ძალიან ბევრი წერილის გამო).ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ჩემი შემართება იმდენად ძლიერი და მყარია, რომ ვერანაირი დაბრკოლება ვერ დამაჩოქებს, რაშიც ძალიან მეხმარება უამრავი კეთილი ადამიანის (თქვენი) მუდმივი გულშემატკივორბა.უახლოესი დღეები მოვერიდები ხალხმრავლობას. გკოცნით ყველას! :*****
სიყვარულით თქვენი ნინი ♥

Tuesday, January 22, 2013
დამატებითი ოპერაცია
ნინის დასჭირდა წინასწარ დაუგეგმავი ქირურგიული ჩარევა. ოპერაცია ანთების გამო გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად 22 იანვარს ტარდება.
Friday, January 11, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)