Sunday, December 23, 2012

1 გადასხმის შემდეგ

ქიმიოთერაპიის პირველ გადასხმას გართულებები არ მოჰყოლია, დიდი მადლობა ყველას გულშემტკივრობისთვის, ნინი თავს ნორმალურად გრძნობს.

Friday, December 21, 2012

ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო

21 დეკემბერს ქიმიოთერაპიის კურსის პირველი გადასხმა ჩატარდა. ნინი თავს ნორმალურად გრძნობს.

Monday, December 17, 2012

კურსის დაწყება გადაიდო

ექიმის რეკომენდაციით ქიმიოთერაპიის კურსის დაწყება გადაიდო 21 დეკემბრისთვის.

Thursday, December 13, 2012

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიის კურსი 18 დეკემბერს დაიწყება. გადასხმების კურსი ჩატარდება თბილისში.

Friday, December 7, 2012

დიაგნოზის დოკუმენტების ასლები

დიაგნოზის დოკუმენტების ასლები შეგიძლიათ ნახოთ გვერდზე: დიაგნოზი

Tuesday, December 4, 2012

დასკვნის პასუხები

დათესვის შემდეგ დადასტურდა წინასწარი დიაგნოზი III-ა სტადია (მეტასტაზებით).

დაინიშნა მკურნალობის სქემა:
  • ქიმიოთერაპია (საქართველოში)
  • სხივური თერაპია (აუცილებელი მოთხოვნაა: დასხივება გაკეთდეს უცხოეთის წამყვან კლინიკაში)
  • ჰერცეპტინის გადასხმა (13 ეტაპი)